ახალი ამბები
ზნაურის რაიონში 15-წლის ბიჭი მეხის დაცემის შედეგად დაიღუპა
უბედური შემთხვევა მოხდა სოფელ მუგუთში. მეხის დაცემის შედეგად 15-წლის მოზარდი დაიღუპა.

ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს. სოფელი მუგუთი ზნაურის (ყორნისის) რაიონში მდებარეობს და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანს ემიჯნება.

"მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო" - უთხრა სააგენტო ,,რესს"-ს საავადმყოფოს წარმომადგენელმა.

წინასწარი ინფორმაციით, ბიჭი მდინარეზე იყო, ხელში მობილური ტელეფონი ეკავა.

ამინდის პროგნოზის მიხედვით, უამინდობა მომდევნო 3 დღის მანძილზე გაგრძელდება და ჭექა-ქუხილი, წვიმები და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.

მსოფლიოში ყოველწლიურად ელვის დარტყმის შედეგად ათასობით ადამიანი იღუპება. არსებობს რამდენიმე წესი, რომლის დაცვის შემთხვევაში, ადამიანი თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

ელვა სხვა არაფერია, თუ არა ნაპერწკალი, რომელიც ეძებს უახლოეს წერტილს დედამიწისკენ. ამ დროს ღრუბლებსა და მიწაზე დადებითი და უარყოფითი მუხტები გროვდება. ისინი ერთმანეთისკენ მიიზიდებიან.

ღია სივრცეში ყოფნას მოერიდეთ. იპოვეთ ჩადაბლებული ადგილი. ნუ დაწვებით მიწაზე და ნუ დადგებით მაღალი ხის ქვეშ. ჩაჯექით მანქანაში და აუწიეთ ფანჯრებს. არ ჩართოთ რადიო მანქანაში. მოერიდეთ მდინარეებს და წყალსაცავებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები