გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ეპიდემიოლოგები ყოველდღიურ
დაკვირვებას განაგრძობენ. 5 ოჯახი თვითიზოლაციაში იმყოფება და მათი
ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლის, ეკა
ქორჩაშვილის თქმით, ეს ოჯახები იმ ადამიანთან კონტაქტში მყოფი პირები
არიან, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა.
შეგახსენებთ, 9 ივნისიდან დღემდე შიდა ქართლში კორონავირუსის 9
შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის:
მეტეხი - 5; მირიანი - 1; გორი - 2; ხიდისთავი 1
რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა 68-ს აღწევს.
ეკა ქროჩაშვილი ამბობს, რომ მათი სკრინინგიც ყოველდღიუად
მიმდენარეობს.
სტატიის გამოყენების პირობები