ახალი ამბები
გორთან შავი კვამლი გაჩნდა
გორში, წმინდაწყალსა და კომბინატის დამაკავშირებელ გზის სიახლოვეს შავი კვამლი გაჩნდა. 

მავნე ნივთიერებების გამოყოფა დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ ნაგავი იწვის.

ინფორმაცია გადავამოწმეთ ახლომდებარე ასფალტის ქარხანასთან. საგზაო სამშენებლო სამმართველოს წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათი ქარხნიდან არაფერი იწვის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები