ახალი ამბები
გორში კორონავირუსით ინფიცირებული მე-9 პაციენტი გამოჯანმრთელდა
გორში კორონავირუსით ინფიცირებული მე-9 პაციენტი გარმოჯანმრთელდა. ამის შესახებ qartli.ge-ს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ტესტის შედეგები გუშინ საღამოს გახდა ცნობილი. ეკა ქორჩაშვილის განმარტებით, რეგიონში კორონავირუსით სულ 18 ადამიანი დაინფიცირდა.

აქედან 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 9 ივნისის შემდეგ.. მანამდე გამოვლენილი 9 პაციენტი ყველა გამოჯანმრთელებულია.

გამოჯანმრთელებულია ხოვლის, ფლავის, თერგვისისა და ხიდისყურის (ხაშური) კლასტერები. რაც შეეხება ახალ კლასეტერებს, ესენია: მეტეხი - 5; მირიანი - 1; ხიდისთავი - 1; გორი - 2.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები