ახალი ამბები
საკორინთლოში აქცია გაიმართა
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ საკორინთლოში აქცია იმართება.

ორგანიზაცია ახალი ლიდერები წევრები, 2019 წლის 20 ივნისს საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატის გავრილოვის ჩამოყვანას და, ასევე, თბილისში საპროტესტო აქციაზე ადამიანებისთვის თვალების დათხრას აპროტესტებენ.

,,ამ ფონზე საქართველო განაგრძობს ლოალურ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ" - აცხადებენ აქციის წევრები. ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმასაც, რომ რუსეთი აქტიურად და მშვიდად ახორცილებენ ე.წ. საზღვრის გავლებას გამყოფ ხაზთან.

დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა კი დეპუტატის მანდატი დატოვა. აქციის მონაწილეებმა პროტესტი გააგრძელეს შს მაშინდელი მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით.

აქციები რუსთველის გამზირზე თვეზე მეტხანს გაგრძელდა.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შეცვლიდა საარჩევნო სისტემას, რომელიც სრულად პროპორციული წესით უნდა ყოფილა. თუმცა ეს კანონპროექტი ჩააგდეს ისევ ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა მმართველი გუნდის კრიტიკა, როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან, ასევე აშშ-ს და ევროკავშირის საკანონმდებლო და აღმასრულებელი წრეებიდან.

2020 წლის 8 მარტს გაფორმდა მემორანდუმი. ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ პროპორციულთან მიახლოებულ 120/30 მოდელზე, რომლის კენჭისყრაც ჯერ არ ყოფილა.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები