ცხინვალში კორონავირუსის ახალი 3 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ
ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ოფიციალური უწყებების ცნობით, ორი მათგანი
რუსეთიდან დაბრუნებული სამხედრო კურსანტია, მესამე კი, - სამედიცინო
პერსონალის წარმომადგენელი.
კურსანტები კარანტინის რეჟიმში იმყოფებოდნენ.
დე-ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 5 მაისს
გამოვლინდა. 5 მაისიდან დღემდე დადასტურებულია 83 შემთხვევაა, ამათგან
45 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
სტაციონარში 38 მოქალაქე რჩება, საიდანაც 37 სამხედრო კურსანტია.
სტატიის გამოყენების პირობები