ახალი ამბები
დავით ქაცარავას ინფორმაციით საკორინთლოს სიახლოვეს ღობეებს ამონტაჟებენ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების: საკორინთლოსა და აბრევს შორის რუსი სამხედროები ღობეებს ამონტაჟებენ.

ამის შესახებ ანტისაიკუპაციო მოძრაობის, ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა საუბრობს.

,,ფაქტია, რომ ადგილობრივები საკუთარი თვალით ხედავენ იმას, რაც ხდება და სამწუხაროდ ამ ინფორმაციას სუს-ი არ ადასტურებს.

მოსახლეობა გვეუბნება რომ საკორინთლო აბრევის მონაკვეთზე მუშაობდნენ ოკუპანტები.

დღეს 20 ივნისია და არაა შემთხვევითი, რომ ამ თარიღს დაემთხვა მორიგი ბორდერიზაცია. ეს ფაქტი ადგილობრივებზე დაყრდნობით ჩვენთვის დადასტურებულია თუმცა, თავადაც ვცდილობთ ვნახოთ რა ვითარებაა იქ, სადაც მისასვლელად პოლიციას ჩვენთვის ყველა გზა აქვს გადაკეტილი. ვისურვებდი, რომ ასეთი ფაქტების მიმართ ხელისუფლების დამოკოდებულება იყოს ბევრად პრინციპული და დაიცვან ჩვენი ტერიტორიები იმის ნაცვლად, რომ შეექმნათ კომფორტული გარემო ოკუპანტებისთვის”,-აცხადებს დათო ქაცარავა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები