ახალი ამბები
ახალუბნიდან ჯუმბერ ფსიტიძე 2-საათიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს
ფოტოზ: გივი ფსიტიძე, დაკავებულის ძმა

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ახალუბანში, 60 წელს ზევით გადაცილებული მამაკაცი, ჯუმბერ ფსიტიძე რუსმა სამხედროებმა დააკავეს. 

2-საათიანი დაკავების შემდეგ, მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გაათავისუფლეს. დაკავებულის ძმა, გივი ფსიტიძე ამბობს, რომ მინდორში სულ 3 პირი იმყოფებოდა:

,,ორმა გაქცევა მოასწრო, ჩემი ძმა შერჩათ ხელთ. 60 წელს გადაცილებულია. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში არ ვიცოდით, სად წაიყვანეს, შემდეგ გამოჩნდა და გვითხრა, რომ გაათავისუფლეს" - ამბობს დაკავებულის ძმა. 

ამჟამად, ჯუმბერ ფსიტიძე სამედიცინო დაწესებულებაში მიყავთ და კორონავირუსის პრევენციის მიზნით მისგან სინჯებს აიღებენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები