ახალი ამბები
დღეს ყინწვისის მონასტრის სქემ-იღუმენის სასამართლო პროცესი იწყება
დღეს, ყინწვისის მონასტრის სქემ-იღუმენის, სასულიერო პირის დავით კობაიძის სასამართლო პროცესი იწყება.

წინასწარ პატიმრობაში მყოფ ბრალდებულს, რომელსაც მეუფე იობმა მღვრელმსახურება შეუჩერა, კეთილგონიერ ავაზაკთა წინამძღვრის, სასულიერო პირის, საბა ჟღენტის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი.

გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ბრალდებულის ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ არც ერთი მტკიცებულება არსებობს, რომელიც ბრალდებას დაადასტურებს.

,,თუ რა გახდა მოტივი, რატომ დააკავეს, ეს კითხვა შსს-ს უნდა დაუსვათ. როგორ უნდა ესროლა, ეს ცალკე საკითხია. გადამეტებული მსჯელობაა, ესეთი რამ არ იქნებოდა. მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული. არსად არ იკვეთება, რომ უკანონოდ შეძენილ იარაღს ფლობდა. უდანაშაულოა ადამიანი." - აცხადებს ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე.

იხ. ამავე თემაზე:

არქიმანდრიტი საბა - ,,არ ვარ დაჭრილი"

ყინწვისის ძმების ამბავი

ქარელში დაკავებული კობა კობაიძე სასულიერო პირია

ყინწვისის მონასტრის სქემ-იღუმენის ინტერესებს სასამართლოში ალექსანდრე კობაიძე დაიცავს

ადვოკატი დაკავებულ მღვდელს შეხვდა - ყინწვისის სქემ-იღუმენი ბრალს უარყოფს

Print

სტატიის გამოყენების პირობები