ახალი ამბები
ცხინვალის საავადმყოფოში მოქალაქემ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა
დაკავებულია მამაკაცი, რომელიც ცხინვალის საავადმყოფოში უმისამართოდ ისროდა. ამის შესახებ ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს სამინისტრო ავრცელებს.

პრეს-სამსახურის ცნობით, შემთხვევა 21 ივნისს საღამოს საათებში მოხდა. 

"ინციდენტი გუშინ, დახლოებით 20:05 საათზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი გავიდა და ეჭვმიტანილი დააკავა. იარაღი ამოღებულია. მიმდინარეობს გამოძიება" - აღნიშნულია განცხადებაში.

სააგენტო ,,რესის" ცნობით, საქმეში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ფიგურირებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები