ახალი ამბები
გორში 34-იდან 7 სასტუმროში განახლდა მუშაობდა
გორში 34-იდან 7 სასტუმროში განახლდა მუშაობდა. ამის შესახებ ,,ქართლის სტუდიის" სტუმარმა რობერ მაღლაკელიძემ განაცხადა. 

ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, ეს ის სასტუმროებია, რომლებსაც, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვისთვის, ყველა ზომები აქვთ მიღებული.

,,კიდევ სხვა სასტუმროებს აქვთ მოთხოვნა გაგზავნილი ნებართვის მისაღებად. ვიმედოვნებ, რომ ტურისტული სეზონი წარმატებული იქნება" - განაცხადა მაღლაკელიძემ.

2020 წლის მარტიდან, კორონავირუსის პანდემიის გამო, გორსა და გორის მუნიციპალიტეტში ყველა სასტუმრო, კვების ობიექტი დაიკეთა, დაიკეტა ასევე მუზეუმები.

2020 წლის ივნისიდან კი, მუშაობა უფლისციხისა და სტალინის მუზეუმებმა განაახლეს.

გახსნიდან 3 დღეში ორივე მუზეუმში ვიზიტორთა რაოდენობამ 350-ს მიაღწია, რაც დადებითი ტენდენციის ნიშანია - დასძენს ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები