400-ზე მეტ დევნილ ოჯახს ბინა გადაეცემა ან საცხოვრებელი ფართი დაუკანონდება – გახარია
პრემიერი-მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო 400-ზე მეტ დევნილ ოაჯხს ბინას გადასცემს, ნაწილს კი საცხოვრებელ ფართს დაუკანონებს.

როგორც დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გიორგი გახარიამ თქვა, წლის ბოლომდე სახელმწიფო ჯამში 500 ოჯახს გადასცემს ბინას:

,,დღეს 496 დევნილ ოჯახს ჯანდაცვის სამინისტრო ახალ ბინას გადასცემს ან უკვე არსებულ ფართს დაუკანონებს. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია და გაგრძელებაა დევნილებზე ზრუნვის. წლის ბოლომდე მსგავსი დადგენილებები რამდენიმე კიდევ გვექნება, რომელიც შეეხება დაახლოებით 500 დევნილს ქვეყნის მასშტაბით,”- განაცხადა გახარიამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები