ახალი ამბები
გორში ,,გეორგია XXI"-სთან გარევაჭრობა განახლდა
გორში, შიო მღვიმელის ქუჩაზე გარევაჭრობა განახლდა. ის ვინც ბაზარში ვერ ან არ შედის, საკუთარ პროდუქციას ბაზრის შესასვლელში ყიდის.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ბაზარში შესვლა გარკვეული წესების დაცვით ხორციელდება. ამის გამო, მოვაჭრეები ამბობენ, რომ შეუძლებელია ამ წესების დაცვა. 

ბაზრის შესასვლელში, ძირითადად, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, ხილსა და ბოსტნეულს ყიდიან. ეს ქუჩა გასულ წელს გაარემონტეს და, როგორც გორის მერი ამბობდა, მეჯუდის ბულვარის ფუნქცია უნდა შეეძინა. 

ვაჭრობა დილიდან იწყება და დღის ბოლომდე გრძელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები