ახალი ამბები
თეთრი ცუგოს ამბავი - მსოფლიო ვარსკვლავს ,,ლუსის" მეგობარი ყავს
გორელ ლუსის, რომელიც მსოფლიომ გაიცნო, როგორც ფეხბურთის მატჩის მოთამაშე, მეგობარი ჰყავს. ატენის მარანში ის ხშირად თეთრ ცუგოსთან ერთად ჩნდება.

ისინი მეგობრები არიან და ძირითად დროს მაინც მარნის ტერიტორიაზე ატარებენ.

ატენის დასაწყისში ბევრს შეუნიშნავს დიდი, ფუმფულა, მშვიდი და უწყინარი თეთრი ცუგო. როგორც ყველა ძაღლს საახალწლო ფეირვერკები მასაც არ ყვარებია, ტრადიციულად, ყოველ 31 დეკემბრის ღამის 12 საათზე, მეზობლად მცხოვრებ ოჯახში სამზარეულოს კარს დაკრავს თათს და იქ იმალება.

ამ ახალ წელსაც იგივე მოხდა, დაკრა თათი სამზარეულოს კარს და შევარდა (კარი გადასაკეტი დარჩენიათ) კარი ინერციით დაიხურა! ოჯახი კი ორი კვირით იყო წასული სხვაგან.

მთელი უბანი ეძებდა ძაღლს, მაგრამ ვერ იპოვეს, იფიქრეს დაიღუპა.

ორი კვირის შემდეგ დაბრუნდა სახლის პატრონი, გააღო კარი და მომაკვდავი ძაღლი გამოვარდა გარეთ. ძაღლმა ორი კვირა წყლისა და საჭმლის გარეშე გაძლო. მაგიდაზე შოკოლადი ყოფილა და არც შეხებია.

,,ახლა კარგადაა თეთრი ცუგო და ისევ გვსტუმრობს ვენახში" - აღნიშნავს ,,შატო ატენის" მეპატრონე, სოსო ვანიშვილი.

რაც შეეხება შავ ცუგოს, ის გორის სტადიონზე ცხოვრობდა და იქაც მეგობრები ყავდა. ტორპედოსთან მატჩის დროს, მოედანზე შეიჭრა და თამაში 4 წუთი გააჩერებინა. ეს კადრები მსოფლიო მედიითაც გავრცელდა. ,,შავი ცუგო" შატო ატენის მეპატრონემ საკუთარ მარანში წაიყვანა და დღემდე იქ ცხოვრობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები