ახალი ამბები
ატენელები გორიდან ეზიდებიან წყალს


ელიზა ბირთველიშვილი ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელსაც სასმელი წყალი სოფელ ატენში გორიდან მიაქვს. პრობლემა, რომელიც 2016 წლიდან უნდა მოგვარებულიყო, 2020 წლის ზაფხულში ისევ დგას.

მისი თქმით, საოცარი სწორედ ისაა, რომ ბევრს წყლის მოგროვება გორიდან უწევს:

,,ეს ყველაფერი პირიქით უნდა ხდებოდეს. გორელებს აქედან უნდა მიჰქონდეთ წყალი, ჩვენ კი, პირიქით ვართ" - ამბობს ელიზა ბირთველიშვილი.

ატენში სასმელი წყლის პროექტის განხორციელება 2016 წლიდან დაიწყო. ე.წ. ჩირახის წყლის სათავეში რეზერვუარი გაარემონტეს, იქვე საგზაო სამუშაოები ჩაატარეს და ,,ჩირახის წყალიც" დაიკარგა. გრუნტის წყალმა მიმართულება შეიცვალა და დღემდე მის კვალს ეძებენ.

პროექტის მიხედვით, რეზერვუარში მაქსიმალურად უნდა მოეგროვებინათ ჩირახის წყალი. ეს არის წყარო, რომელიც მთებიდან ბუნებრივად გამოდის. მანამდე წყალი რეზერვუარში გროვდება, თუმდა დანაკარგები ჰქონდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, წყალი საერთოდ დაიკარგა.

2018 წელს გორის მერიამ დამატებით 200 000 ლარი გამო მის ,,საპოვნელად". წყალი გარკვეული რაოდენობით კვლავ მოდის, თუმცა უბნების მიხედვით, ნაწილდება. ატენში დაახლოებით 9 უბანია. უბნებში წყლის მიწოდება დღეების მიხედვითაა გადანაწილებული.


Print

სტატიის გამოყენების პირობები