ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

ჯამში, საქართველოში კორონავირუსი 919 პირს დაუდასტურდა, რომელთაგან 780 გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეის მდგომარეობაში, კარანტინის რეჟიმში 2687 პირი იმყოფება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 260-ია.

გარდაცვლილია 14 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები