ახალი ამბები
დეპუტატ მაკრახიძის კომპანიას საბანკო გარანტია გაუნახევრეს - თამარ მეფის ქუჩა
იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ,,იბოლია" თამარ მეფის ქუჩაზე სამუშაოებს არაჯეროვნად და არასრულყოფილად შეასრულებს, თიბისი ბანკის იღებს ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესრულებლობის შემთხვევაში, 20800 ლარი აანაზღაუროს.

კომპანია ,,იბოლიამ" კი 833 000-ლარიან ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც თამარ მეფის ქუჩის (ჭალის მხარე) რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სატენდერო წინადადებების მიხედვით, კომპანია ვალდებული იყო 41600-ლარიანი გარანტია წარედგინა.

რატომ ჩააყენეს პრივილეგირებულ მდგომარეობა გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანია, ამის თაობაზე სატენდერო კომისიის წევრს, ტარიელ მეტრეველს ვკითხეთ. მისი თქმით, ,,იბოლია" თეთრ სიაში იმყოფება და შესაბამისად გაუნახევრდა საბანკო გარანტია.

ჩვენს კითხვაზე, თუ ყოფილა შემთხვევა ტენდერში შავ სიაში მყოფ კომპანიას გაემარჯვებინოს, ტარიელ მეტრეველი ამბობს, რომ გამარჯვებული მხოლოდ თეთრ სიაში მყოფი კომპანიაა. ჩვენს დამატებით კითხვაზე, თუ რატომ მიიღეს თანხის განახევრების თაობაზე გადაწყვეტილება იმ დროს, როდესაც ტენდერში ყოველთვის თეთრ სიაში მყოფი კომპანია უნდა იმარჯვებდეს, ტარიელ მეტრეველმა დასძინა: ,,იბოლიასთან" დაკავშირებით გადაწყვეტილება კომისიის ყველა წევრმა მიიღო.

,,ვინაიდან შპს ,,იბოლია" შეტანილია თეთრ სიაში, სატენდერო კომისიამ განიხილა კომპანიის უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენისგან განთავისუფლებისა და საბანკო გარანტიის განახევრების საკითხი, რასაც დაეთანხმა კომისიის ყველა წევრი." - აღნიშნულია სატენდერო კომისიის ოქმში.

თამარ მეფის ქუჩას (ჭალის დასახლებაში") რეაბილიტაციას კომპანია ,,იბოლია" ჩაუტარებს. ამის შესახებ გორის მერიამ ხელშეკრულება 25 ივნისს გააფორმა.

პროექტის მიხედვით, სამუშაოები უახლოეს 10 დღეში უნდა დაიწყოს, ხოლო 4 თვეში უნდა დასრულდეს.

კომპანია ,,იბოლია" ჯამში 833 000 ლარს აითვისებს.

შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, ტენდერი აუქციონის გარეშე ჩატარდა.

შპს ,,იბოლია" გამოცხადდეს გამარჯვებულად. ვინაიდან პრეტენდენტი იმყოფება თეთრ სიაში განთავისუფლდეს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტაციის წარმოდგენის ვალდებულებიდან და გაუნახევრდეს სატენდერო კომისიის მიერ მოთხოვნილი ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია (ნაცვლად 5%- სა წარმოადგინოს 2,5%- ის ოდენობის გარანტია).
Print

სტატიის გამოყენების პირობები