ახალი ამბები
,,ოფისი უკვე რამდენჯერმე დაარბიეს" - ენმ
,,ბოლო ოთხი წლის განმავლობაში რამდენჯერმე გატეხეს ოფისი" - აცხადებენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში, რომლის ოფისი დღეს დილით გარეხილი დახვდათ.

შენობის კარის გახსნისას, ენმ-ს წევრებს ავეჯი დამტვრეული დახვდათ, ხოლო იქვე ის ქვები ეყარა, რომლითაც ოფისი დაარბიეს.

უცნობი პირი, რომელსაც თვითმხილველების თქმით "ოცნების" მაისური ეცვა, ოფისში ქვებით შევარდა და დაამსხვრია ყველაფერი, მათ შორის კომპიუტერები და მინები.

,,ქართულ ოცნებას" განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია.

შს სამინისტრომ გამოძიება სხვისი ქონების დაზიანების ფაქტზე დაიწყო.



Print

სტატიის გამოყენების პირობები