პოლიციამ სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთი პიროვნება დაკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
გორის რაიონული სამმართელოს თანამშრომლებმა ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვისი
ნივთის დაზიანების ფაქტზე, 1969 წელს დაბადებული დ.შ. გორში ცხელ
კვალზე დააკავეს.
დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქვები ესროლა ქალაქ გორში დ.
გარსევანიშვილის ქუჩა #1-ში მდებარე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
ოფისის შენობის შუშებს და დააზიანა, ასევე ოფისიდან გამოიტანა
ტელევიზორი, კომპიუტერის მონიტორი და დააზიანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით
მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას
გულისხმობს.
იხ. ამავე თემაზე:
ენმ-ს გორის ოფისი
დაარბიეს
,,ოფისი უკვე
რამდენჯერმე დაარბიეს" - ენმ
სტატიის გამოყენების პირობები