ახალი ამბები
გამომძიებლებმა გორის ენმ-ს ოფისის ყველა კომპიუტერი პოლიციაში წაიღეს
,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გორის ოფისში ექსპერტ-კრიმინალისტემა მუშაობა დაასრულეს.

ისინი დარბეულ ოფისში თითქმის ოთხი საათის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ. მათ ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერები, მონიტორები და სავარძელი, რომელიც ოფისში შეჭრილმა მამაკაცმა მინებთან ერთად, ქვის ლოდებით დაამტვრია.

თვითმხილველების თქმით, უცნობი პირი, რომელიც ოფისში დღეს დილით შეიჭრა, ,,ქართული ოცნების" მაისურში იყო გამოწყობილი და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა.

ის პოლოციამ სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავა და 1 დან 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მომხდარზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებე, თუმცა, "ოცნების" გორის ოფისში ფაქტს უარყოფენ და მათ ბრალეულობას კატეგორიულად გამორიცხავენ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები