ახალი ამბები
,,დილა" - სამტრედიის" მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართება
თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის საფეხბურთო სტადიონი ხვალინდელი მატჩისთვის მზადაა - განახლებული ჩემპიონატის პირველ შეხვედრას "დილა" 27 ივნისს გამართავს.

გორის "დილას" პირველი მატჩი 21:00 საათზეა ჩანიშნული, გორელები "სამტრედიას" უმასპინძლებენ.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ეროვნული ლიგის თამაშები მარტში შეწყდა და ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, გუშინ (25 ივნისს) განახლდა. ფეხბურთის მესვეურები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მოქმედებენ და როგორც ცნობილია, ლიგის თამაშები სეზონის ბოლომდე მაყურებლის გარეშე ჩაივლის.

გორის "დილა" განახლებულ სეზონზე (კორონავირუს გამო იძულებითი შეწყვეტის შემდეგ) პირველ საშინაო მატჩს მშობლიურ მოედანზე გამართავს. ა(ა)იპ გორის საფეხბურთო კლუბ "გორის" დირექტორის თქმით, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ორჯერ უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, დღეს კი, კიდევ ერთხელ მოხდა სტადიონის სპეციალური ხსნარებით დამუშავება.

"პანდემიის პერიოდში ორჯერ უკვე ჩატარდა სტადიონის დეზინფექცია, თუმცა, დღეს კიდევ ერთხელ განხორციელდა შესაბამისი სამუშაოები - სპეციალური ხსნარებით დამუშავდა შესასვლელი, გასახდელები, მსაჯების, დელეგატისა და დოპინგ კონტროლის ოთახები, ასევე, VIP ტრიბუნა და ფეხბურთელების სათადარიგო სკამები.

ეროვნული ჩემპიონატი პირველ მარტს დაიწყო და კორონავირუსის გავრცელების გამო, მხოლოდ ორი ტურის თამაშები გაიმართა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები