ახალი ამბები
წინასწარი ინფორმაციით პოლიციამ შავშვების ბაღებში კანაფის მომხმარებლები გამოავლინა
გორის შს სამმართველოს თანამშრომლები, კერძოდ, ახალსოფლის განყოფილების წარმომადგენლები სოფელ შავშვების ბაღებში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

წინასწარი ინფორმაციით, პოლიციამ ველური კანაფის მომხმარებლებლები გამოავლინა.  ადგილზე კრიმინალისტიკის სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას ვერ გასცემს:

,,გაარკვიეთ თქვენ და მითხარით მერე, რა მოხდა. შემდეგ გეტყვით მუხლს. თქვენ თვითონ გაარკვიეთ, ვის დასდევდნენ, რას დასდევნდნენ და გამაგებინეთ" - ამბობს შს სამინისტროს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი გიორგი თუხარელი.

თუხარელი პრეს-სამსახურის თანამშრომლად ერთი თვის წინ დაინიშნა, ჟურნალისტებისგან ინფორმაციას პირიქით ითხოვს.

იხ. ამავე თემაზე

სპეცოპერაცია ხელთუბნის ნივრის ბაღებში
Print

სტატიის გამოყენების პირობები