ახალი ამბები
სოფელ ფხვენისში პოლიციამ მარიხუანის ძებნაში ტყვიები ამოიღო
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ფხვენისში 1 პირი დააკავეს.

ის ნარკოტიკული საშუალების შემცველი ნივთირების შეძენა-შენახვის ფაქტზე ამხილეს, შემდეგ კი, - როგორც შსს იტყობინება, ტყვიები უპოვეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ტყვიები და მარიხუანა ჩხრეკის დროს ამოიღეს. გამოძიება მიმდინარეობს 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (საბრძოლო მასალების შეძენა-შენახვა) და 265-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (უკანონო დათესვა-კულტივირება).

,,ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და თანამშრომლობს გამოძიებასთან" - -განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები