ახალი ამბები
გორის ქუჩებში ათეულობით ,,მწოლიარე პოლიციელი" განთავსდება
გორის ქუჩებში ე.წ. მწოლიარე პოლიციელები მასიურად დამონტაჟდება. ამის თაობაზე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი 62 ცალ (თითო 4 მ სიგრძის) ფოლადის მასალას ყიდულობს.

დაიხარჯება 55 ათასი ლარი. პირველ ეტაპზე ჭავჭავაძისა და ფარნავაზის ქუჩებზე გაკეთდება, შემდეგ, ეტაპობრივად სხვა ქუჩებიც იქნება ათვისებული.

გორის მერიაში აცხადებენ, რომ ავტომანქანის სიჩქარის შემზღუდავი ,,მწოლიარე პოლიციელები" მოსახლეობის თხოვნით, საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით, დამონტაჟდება.

გორის მუნიციპალიტეტის მერია სიჩქარის შემზღუდველ ბარიერებს ეტაპობრივად სხვადასხვა ქუჩაზე ამონტაჟებს.

,,მერიის მიერ სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების დამონტაჟება ბოლო პერიოდში არაერთი სასწავლო დაწესებულების წინ მოხდა, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში და ეს პროცესი ეტაპობრივად, კიდევ ერთხელ ვაზუსტებთ, მოსახლეობის მოთხოვნით, მომავალშიც გაგრძელდება." - აცხადებენ მერიაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები