ახალი ამბები
ხიდისთავი-უფლისციხის გზაზე დაშავებული ერთ-ერთი ახალგაზრდა რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება
სოფელ ხიდისთავთან დაშავებული ერთ-ერთი ახალგაზრდა რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ამის შესახებ ,,გორმედის" კლინიკის წარმომადგენელმა გვაცნობა.

მისი თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური მკურნალობა. ამავე კლინიკაში იმყოფება მეორე ადამიანიც, რომელიც იგივე ავტომობილში იჯდა.

გუშინ საღამოს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავთან, ე.წ. აზნეთის გზაზე მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის დაზიანებას გულისხმობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები