2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისას შიდა ქართლში - 2 მაჟორიტარული
ოლქი იქნება.
ერთ-ერთ მათგანში გაერთიანდება კასპისა და გორის
მუნიციპალიტეტები; მეორეში - ხაშურისა და ქარელის
მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის,
ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები);
დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კონსტიტუციაში შესატანი
ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო
არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. საარჩევნო სისტემის
ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა
მხარი, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.
მეათე მოწვევის პარლამენტი 120
პროპორციული სისტემით და 30 მაჟორიტარული სისტემით არჩეული
დეპუტატისგან დაკომპლექტდება.
პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული
საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი
ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ
მექანიზმსაც.
კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე
პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს,
მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.
სტატიის გამოყენების პირობები