ახალი ამბები
როცა საკუთარი სახლი საცხოვრებლად უვარგისია - პატარა ფლევი
ხაშურის რაიონის სოფელ პატარა ფლევში მცხოვრებ მარინა ბაქრაძის ოჯახს, მძიმე მატერიალური მდგომარეობის მიუხედავად, სოციალური სააგენტო დახმარებაზე უარს მსხვილფეხა საქონლის ყოლის გამო, ეუბნება.

"ქულები გაქვს მაღალიო და ვერ მოგცემთ დახმარებასო. მე ძროხა ახლაც მყავს, რომ არ მყავდეს ვერ ვიარსებებ. იმიტომ რომ ოჯახში ჭამა გინდა. მერე ცოტა შემოსავალიც არის გაყიდი ყველს რაღაცას. თუ არ მეყოლება ძროხა, ვერ ვიარსებებ და სოციალურ დახმარებას ვამჯობინე, რომ ისევ ძროხა მყოლოდა" - ამბობს მარინა ბარბაქაძე.

"ჩემზე მდიდრებიც არიან და იმათ აძლევენ დახმარებას. მე ასეთი გაჭირვებული ვარ, მივდივარ ვეხვეწები მაინც არაფერი. ჩვენს ადგილობრივ ხელისუფლებას მივმართე და მითხრეს, რომ აბა შენ ვინ მოგცემს დახმარებას, ძროხები გყავსო." - ამბობს მარინა ბარბაქაძე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები