ახალი ამბები
საქართველოში კორონავირუსის ახალი 4 შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ახალი 4 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა - 4; ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ, ქვეყანაშ არსებული ეპიდ-ვითარების შესახებ, ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით ეპიდემიურო მდგომარეობა კვლავ უცვლელია.

"გუშინდელი მონაცემებით 939 პაციენტი იყო ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევებით, დაემატა 4 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელებაც 4-ით გაიზარდა და გახდა 821 ამ ციფრებით გამოჯანმრთელებულთა პროცენტული მაჩვენებელი 87% - ია და ამ მონაცემების შეჯერებით კოვიდ ცენტრებში მკურნალობს 107 პაცოენტი. ეს 4 ახალი შემთხვევა არის შემოტანილი და არ არის შიდა გადაცემით. 2 არის სატვირთო მანქანის მძღოლი და 2 სხვა ქვეყნიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე. " განაცხადა ეზუგბაიამ

დღეის მდგომარეობით კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3080 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 242 და გარდაცლილია 15 ადამიანი.

შეგახსენებთ, რომ პნევმონიის აფეთქება, 2019 წლის დეკემბერში ჩინეთის ქალაქ ვუჰანში დაიწყო და გამოწვეულია კორონა ვირუსის აქამდე უცნობი შტამით.


Print

სტატიის გამოყენების პირობები