ახალი ამბები
ცხინვალში კორონავირუსის ახალი 3 შემთხვევა გამოვლინდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში 85-მდე გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ახალი 3 შემთხვევა ბოლო 24 საათში გამოვლინდა.

3-ვე მათგანი სამხედრო კურსანტია, რომლებიც რამდენიმე დღის წინ რუსეთიდან დაბრუნდნენ. 85 დადასტურებული შემთხვევებიდან 68 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ინფექციის პირველი სამი შემთხვევა 2020 წლის 5 მაისს დაფიქსირდა. PCR სისტემით 2500 ტესტი ჩაატარეს.

საკარანტინო ღონისძიებების მთელი პერიოდის განმავლობაში დე-ფაქტო რესპუბლიკაში 1,700 მოქალაქე დაბრუნდა. კიდევ ელოდებიან 500-მდე ადამიანს, რომლებმაც ჩრდილოეთ ოსეთის ადმინისტრაციას განცხადებით უკვე მიმართეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები