ახალი ამბები
გორში კორპუსის მესამე სართულზე ხანძარი გაჩნდა
გორში კომბინატის დასახლებაში საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე ხანძარი გაჩნდა.

მეხანძრე-მაშველების ერთი ეკიპაჟი ადგილზე მუშაობს, მათი წარმომადგენლების თქმით, ცეცხლი ლოკალიზებულია.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ხალიჩას ეკიდა. კვამლის შემჩნევისთანავე მეზობლებმა 112-ზე დარეკეს.

ზარალის ოდენობა ჯერ დადგენილი არაა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები