ახალი ამბები
კასპის მუნიციპალიტეტში ახალშობილი ტუალეტში იპოვეს
ექსპერტიზა დაადგენს ბავშვის გარდაცვალების მიზეზს. პოლიციამ ქალი მოწმის სახით წაიყვანა,  რომელსაც ამჟამად ექსპერტიზა უტარდება.

შემთხვევა კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ახალშობილი ტუალეტში იპოვეს.

შს სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება 112-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობა მშობიარობისას ან მშობიარობის შემდეგ უმალვე, – ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები