ახალი ამბები
მეჯვრისხევსა და რუისში წყლის მოთხოვნით აქციები იმართება
დღეს შიდა ქართლის ორ დიდ სოფელში აქციები გაიმართება.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში სასმელ და სარწყავ წყალს ითხოვენ.

აქციის ორგანიზატორების თქმით, სარწყავ წყალს მოსახლეობას არ აწვდიან. 

მოსახლეობის ცნობით, საირიგაციო სისტემები ძირითადად მსხვილ ფერმერებს ემსახურება.

შიდა ქართლის სამელიორაციო სამსახურის პოზიცია ჯერ უცნობია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები