ახალი ამბები
მეჯვრისხევში მოსახლეობას სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მოსახლეობამ აქცია გამართა. აქციის მონაწილეები სასმელი წყლის უქონლობას უჩივიან.

ადგილობრივების თქმით, უწყლობა რამდენიმე დღეა გრძელდება, რაც ცხელი ზაფხულის პირობებში, გაუსაძლისი პირობებს ქმნის.

მათ გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და პირველი მოადგილე ერასტი ელიჯარაშვილი შეხვდნენ.

,,ამ ეტაპზე სოფელში მიმდინარეობს სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტი მიმდინარე წელს სრულდება, რის შემდეგაც სოფელს სასმელი წყლის პრობლემა მოეხსნება." - აცხადებენ მერიაში.

მანამდე, გორის მერია პირობას დებს, რომ 3 დღეში ჭაბურღილი გაიწმინდება და კონკრეტულ უბანს წყლის მიწოდება აღუდგება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები