ახალი ამბები
ძამის ხეობის გზა რეაბილიტაციის პროცესში
ქარელის მუნიციპალიტეტში, მდინარე ძამის ხეობაში 15 კმ-იანი გზის მშენებლობა გრძელდება. კომპანია ,,ბლექსი გრუპის" წარმომადგნლები გვერძინეთიდან ტყემლოვანამდე მუშაობენ.

ადგილობრივი მოსახლეობა ფიქრობს, რომ გზის მშენებლობის დასრულება წელს ვერ მოესწრება. კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ტექნიკა და მუშა-ხელი არ მუშაობდა.

გზის მშენებლობა 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო. საწყისი მონაკვეთი გადის სოფ. ელბაქიანთკარის დასახლებულ პუნქტში, რომლის შემდეგაც გაივლის სოფ. გვერძინეთის დასახლებას და მიემართება სოფ. ტყემლოვანამდე.

გარდა ამისა გვერძინეთი-ტყემლოვანის მონაკვეთზე ადგილობრივ სოფლებამდე (სოფ. წიფლოვანა, კოდმანი, ქვათეთრი, ბატეთი, ლოშკინეთი და სხვა) მისასვლელი გზების მიერთებებია განლაგებული.


Print

სტატიის გამოყენების პირობები