ახალი ამბები
გორში კომბინატის ხიდზე ერთმანეთს 3 მანქანა შეეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რამდენიმე წუთის წინ გორში.

კომბინატის ხიდზე ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი.

შს-სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციიის წესის დარღვევა) დაიწყო.

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები