ახალი ამბები
ჩორჩანაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს
ხაშურის მუნიციპალიტეტში, საოკუპაიო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანაში რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის თანადაფინანსებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

ინფორმაციას შიდა ქართლის რწმუნებულის ადმნისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ჯამში, დაგეგმილია 4,5 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაცია. ამჟამად სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგაც დაიწყება ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა. პროქტი მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება და ადგილობრივები გაუმჯობესებული საგზაო ინფრასტრუქტურით შეძლებენ სარგებლობას.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გურასპაშვილმა დაათვალიერეს.

,,მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ჩორჩანაში, მოსახლეობას, რომელსაც წლების განმავლობაში აწუხებდა გზის პრობლემა, ფაქტობრივად, უკვე მოგვარებულია, მალე ადგილობრივები ახალი გზით ისარგებლებენ." - აღიშნა რწმუნებულმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები