ახალი ამბები
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ყარაფილაში კომბუჩას საწარმოს მშენებლობა დაიწყო
დღეს შიდა ქართლის სოფელ ყარაფილაში კომბუჩას საწარმოს მშენებლობა დაიწყო.

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი და გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი მესაკუთრეებს საძირკვლის გაჭრის ცერემონიაში შეუერთდნენ.

ადგილობრივ ბიზნესს მხარს უჭერს USAID/Georgia და სტარტაპ საქართველო / StartUp Georgia. ელჩის განცხადებით, ამერიკის მთავრობა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე თემების მხარდაჭერას აგრძელებს.

კომბუჩა - ფერმენტირებული ჩაი, კეთილი ბაქტერიების წყაროა. მის შემადგენლობაში არის საფუარი, შაქარი და ჩაი (ხშირად შავი და არა მწვანე). სასმელს ბოსტნეულის ან სხვა მარინადის გემო აქვს

Print

სტატიის გამოყენების პირობები