ახალი ამბები
ოკამში 21-წლის ბიჭი გარდაცვლილი ნახეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში 21-წლის ბიჭი გარდაიცვალა. მომხდარი ფაქტი პოლიციამ სუიციდამდე მიყვანის მუხლით დააკვალიფიცირა.

მიმდინარეობს გამოძიება. ახალგაზრდა მამაკაცი დილით საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ მშობლებმა ნახეს. ბიჭი უკვე გარდაცვლილი იყო.

,,სამწუხარო ფაქტი მოხდა. ვერსია ძირითადად სუიციდია. ოჯახს უკვე მივუსამძიმრეთ" - ამბობს სოფლის წარმომადგენელი, კობა ჩიტიშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები