ახალი ამბები
დე-ფაქტო ხელისუფლებამ ცხინვალიდან საქართველოს მოქალაქე ,,გააძევა"
დღეს, ერგნეთში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ის მოქალაქე გადასცეს, რომელიც ცხინვალში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს. 

ეთნიკური აზერბაიჯანელი, დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ცნობით, ცხინვალში არალეგალურად იმყოფებოდა და სავაჭრო საქმიანობას ეწეოდა. 

ამავე სააგენტოს ცნობით, ის ,,კგბ"-მ დააკავა და ე.წ. ,,რესპუბლიკიდან გააძევა".
Print

სტატიის გამოყენების პირობები