ახალი ამბები
ენმ-ს გორის ორგანიზაცია დენზე და გაზზე სუბსიდირების პროგრამის გაგრძელებას ითხოვს
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მთავრობას დენის და გაზის გადასახადის სუბსიდირების გახანგრძლივებას კიდევ 3 თვით სთხოვს. ამ საკითხთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ბადრი ბასიშვილმა.

“ვითხოვთ კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდირებას, მომდევნო სამი თვის განმავლობაში. ვინაიდან, სამუშაო ადგილები დაკარგულია, ეკონომიკა გაჩერებულია, საზღვრები კვლავ ჩაკეტილია და ჩვენი მოსახლეობა ვერ შეძლებს ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გადახდას რადგან, შეზღუდვების გამო, მოსახლეობას უჭირს თვითდასაქმება”,-აცხადებს ბასიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები