ახალი ამბები
ენმ-ს წევრებმა გორის მერიასთან აქცია გამართეს
დღეს მორიგი აქცია გაიმართა გორში, რომლის ორგანიზატორები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გორის ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ.

ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა და შტაბის ლიდერებმა მმართველი გუნდის პოლიტიკა გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ ,,ქართული ოცნება" წლებია დანაპირებს არ ასრულებს.

მანამდე მათ მთავრობას დენის და გაზის გადასახადის სუბსიდირების გახანგრძლივებას კიდევ 3 თვით მოსთხოვეს. ამ საკითხთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაშენში განცხადება გააკეთა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ბადრი ბასიშვილმა.

"ვითხოვთ კომუნალურ გადასახადებზე სუბსიდირებას, მომდევნო სამი თვის განმავლობაში. ვინაიდან, სამუშაო ადგილები დაკარგულია, ეკონომიკა გაჩერებულია, საზღვრები კვლავ ჩაკეტილია და ჩვენი მოსახლეობა ვერ შეძლებს ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გადახდას რადგან, შეზღუდვების გამო, მოსახლეობას უჭირს თვითდასაქმება",-აცხადებს ბასიშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები