ახალი ამბები
საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო მამაკაცი გორში 2 დღით დააპატიმრეს
საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო მამაკაცი 2 დღით დააპატიმრეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მოსამართლე ნინო გერგაულმა მიიღო.

გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა მამაკაცი თავდაპირველად გააჩერეს. პოლიციელები ახსნა-განმარტებაში უთითებენ, რომ მათ მოქალაქეს სიმშვიდისკენ მოუწოდეს, თუმცა მამაკაცმა წინააღმდეგობა გაუწია.

სავარაუდოდ, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირი პოლიციელების მოთხოვნას არ დაემოჩილა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლი ითვალისწინებს 1000-დან 4 ათას ლარამდე ჯარიმას, ან პატიმრობას 15 დღის ვადით. მოსამართლემ გაითვალისწინა დაკავებულის მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება და სინანული. სახდელის სახით კი, 2 - დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები