ახალი ამბები
გორში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს მერიაში განცხადების წარდგენა ნებისმიერ დროს შეუძლიათ
გორში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს განცხადების წარდგენა ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ამის შესახებ გადაწყვეტილება 2020 წლის 10 ივლისს მიიღეს.

დადგენილების მიხედვით, განცხადების წარსადგენად გათვალისწინებული 1-თვიანი ვადა გაუქმდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს წესი ვრცელდება იმ ოჯახებზე, რომელთა საცხოვრებელი სახლები 2020 წლის 1 იანვრის შემდეგ დაიწვა, ოღონდ არა განზრახ.

,,გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობა ვერ ახერხებს დროულად მიმართოს მუნიციპალიტეტის მერს კონკრეტული პრობლემის თაობაზე, რომელიც ითვალისწინებს ხანძრებისა (გარდა განზრახ გამოწვეული ხანძრისა) და ბუნებრივი მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარებას, წესი უნდა შეიცვალოს." - აღნიშნულია დადგენილებაში.

მერიაში განმარტავენ, რომ მანამდე დაზარალებულ მოქალაქეს განცხადება მერის სახელზე უნდა დაეწერა ზიანის დადგომიდან ოცდაათი დღის ვადაში, რასაც ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებდნენ. პროექტის ავტორების განმარტებით, ერთი თვის ვადაში, ხშირად, ვერ ხერხდებოდა ასევე ექსპერტიზის დასკვნების მიღებაც.
Print

სტატიის გამოყენების პირობები