ახალი ამბები
სტალინის ბაღის შადრევანთან მანქანების გაჩერება აიკრძალა
სტალინის ბაღის შადრევანთან მანქანების გაჩერება აიკრძალა. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გადაწყვეტილება 2020 წლის 10 ივლისს მიიღო.

გადაწყვეტილების მიხედვით, ინიციატივა შიდა ქართლის საპატრულო პოლიციას ეკუთვნის:

,,გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შესულია საქართველოს შსს-ს საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსის წერილი, რომლითაც ითხოვს ქალაქ გორის ზოგიერთ ქუჩაზე საგზაო ნიშნების მოწყობას. გორის მუნიციპალიტეტის მერიას მიზანშეწონილად მიაჩნია დამატებით დაიდგას საგზაო ნიშანი - 3,27 "გაჩერება აკრძალულია" სტალინის გამზირზე - სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერში არსებული შადრევნიდან ჩრდილო-დასავლეთით 15 მ-ში, სტალინის გამზ. № 25-ის მოპირდაპირე მხარეს" - აღნიშნულია გორის მერიის ადმინისტრაციის წერილში.

საკრებულოს წევრებმა საპატრულო პოლიციის ინიციატივას მხარი დაუჭირეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები