ახალი ამბები
მეჯვრისხევში ოკუპანტების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახი აქციას მართავს
ამ წუთებში სოფელ მეჯვრისხევში, ოკუპანტების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახი აქციას მართავს.

ოჯახი ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვს.

ამბობენ, რომ არც საოკუპაციო ძალების და არც ხელისუფლების წარმომადგენლები მათ არ დაკავშირებიან და არ იციან, რა მდგომარეობაშია გატაცებული მამაკაცი.

ცნობისთვის, მეჯვრისხევის მცხოვრები სოფელ აძვთან 3 ივლისის გაიტაცეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები