ახალი ამბები
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში
COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში, მასობრივმა იზოლაციამ და საგანგებო მდგომარეობის შემოღებამ, ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის რისკები გაზარდა. ამ სიტუაციაში, საქართველოში, ბევრმა ქალმა არ იცის, როგორ უნდა მიიღოს დახმარება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში.

პროექტის „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში“ მთავარი მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევების პრევენცია და ამ შემთხვევებზე სწრაფი რეაგირება.

პროექტის ფარგლებში მოსახლეობას ინტერნეტისა და ტელეფონის საშუალებით, პირდაპირი კონსულტაციის სახით, იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარება გაეწევა, მიეწოდება ინფორმაცია იმ სერვისების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის საქართველოში, წარიმართება საინფორმაციო კამპანია სლოგანით: „ძალადობა დანაშაულია, დუმილი თანამონაწილეობა! თუ ხარ ძალადობის მსხვეპრლი, იმოქმედე! შენ გიცავს კანონი!“ და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობით ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობაზე რეაგირების სამოქმედო გეგმები შემუშავდება.

პროექტის საქმიანობა მოიცავს შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონებს, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირებსა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.

პროექტი „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში“ შედგება 4 ძირითადი აქტივობისგან:

1. ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის პოტენციურ მსხვერპლთათვის ონლაინ იურიდიული და ფსოქოლოგიური დახმარების სერვისი.

• სატელეფონო იურიდიული კონსულტაციები;
• ონლაინ კონსულტაციები საინფორმაციო პორტალ www. ginsc.net - ზე;
• ონლაინ ფსიქოლოგიური კონსულტაციები;
• ფსიქოლოგის ლექცია/სამუშაო შეხვედრები;
• არტ- თერაპიის სესიები ოჯახში ძალადობის პოტენციური მსხვერპლი ბავშვებისთვის;
• მაინდფულნესზე დაფუძნებული სტრესის მართვის მოდიფიცირებული პროგრამა, რომელიც მოიცავს უფასო ონლაინ კურსს და მიმართულია სტრესისა და შფოთვის შემცირებისკენ

2. ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის საინფორმაციო კამპანია

• 112 მობაილ აპლიკაციისა და სახელმწიფოში არსებული ოჯახში ან/და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ სერვისების შესახებ;
• მულტიმედიური მასალების შექმნა ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე;
• ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფების ჩამოყალიბება, რომელიც მიზნობრივ რეგიონებში სახელმწიფოში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის არსებულ სერვისებზე ინფორმაციას გაავრცელებს;
• ექსპერტთა დიალოგის ციკლი ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე.

3. ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მუნიციპალური უწყებათაშორისო საბჭოს შექმნა:

• საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ადგილობრივ თვითმმართველობებში, კრიზისულ სიტუაციებში ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის მიმართულებით.

4. ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის სწრაფი რეაგირების გეგმის შემუშავება მუნიციპალიტეტებში

• რეკომენდაციების პაკეტი ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის პოტენციური მსხვერპლებისთვის;
• სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების ბაზა ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის მიმართულებით.

პროექტის შესაბებ:

პროექტს „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში“ ახორციელებს ქალთა საინფორმაციო ცენტრი, პარტნიორ ორგანიზაციებთან - მეგობრობის ხიდი „ქართლოსი“ (შიდა ქართლის რეგიონი), რეაბილიტაციის ცენტრი „თანაზიარი“ (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) და ფონდ Humandoc-თან (პოლონრთი) ერთად, ევროკავშირის დახმარებითა და ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტების შერჩევა მოხდა Covid-19-ით გამოწვეულ კრიზისზე სწრაფი რეაგირების ევროკავშირის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შედეგად. აღნიშნული პროექტები წარმოადგენს Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უზრუნველყოფილი დახმარების პირველი პაკეტის შემადგენელ ნაწილს და ასახავს Covid-19-ის კონტექსტში საქართველოში გენდერულ თანასწორობასა და მოწყვლადი ჯგუფების დახმარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებაში დასმულ აქცენტებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები