ახალი ამბები
გორში კარფურის ქსელი იხსნება
სუპერმარკეტების ქსელი ,,კარფური" გორშიც იხსნება. თანამშრომლების შესარჩევად ვაკანსია უკვე გამოცხადებულია. მსურველებს აპლიკაციის შერჩევის შემდეგ გასაუბრებაზე დაიბარებენ. 

საკონტაქტო პირმა გვითხრა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ კადრების შერჩევის პროცუდურები მიმდინარეობს. ,,სუპერმარკეტის გახსნის ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით." - გვითხრეს ადმინისტრაციაში. 

კარფურის წარმომადგენელმა ისიც გვითხრა, რომ სავაჭრო ქსელი ამილახვრის ქ. #30-ში გაიხსნება.  

კარფური მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საცალოდ მოვაჭრეა საფრანგეთიდან.  ჯგუფში გაწევრიანებულია მაფ კარფურის ჰიპერმარკეტები ქსელი, რომელიც შუა აზიასა და აღმოსავლეთ ევროპაში ფუნქციონირებს
Print

სტატიის გამოყენების პირობები