ახალი ამბები
გორში გველი მე-4 სართულზე ნახეს
გორის ნარკოლოგიური შენობის მეოთხე სართულზე გველი ნახეს. ბინაში მცხოვრებთა განცხადებით, ქვეწარმავალი ბავშვის საწოლში იყო.

ადგილზე გამოიძახეს სამაშველო სამსახური, თუმცა გველი ვერ იპოვეს. ოჯახის წევრებს ურჩიეს, რომ კარი ღია დაეტოვებინათ და ქვეწარმავალი ბინას თავისი დატოვებდა. 

წინასწარი ინფორმაციით, ქვეწარმავლების მომრავლება ნარკოლოგიურ შენობაში არსებულ მძიმე ანტისანიტარიულ მდგომარეობას უკავშირდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები