ახალი ამბები
ხაშურში ტრაილერი მამაკაცს დაეჯახა
ხაშურში იმერეთის ქუჩაზე ტრაილერი ქვეითს დაეჯახა. მძიმედ დაშავდა შინდარას დასახლებაში მცხოვრები 77-წლის კაცი.

თვითმხილველი სოციალურ ქსელში წერს, რომ შემთხვევა შინდარას დასახლებაში, მაღაზიის სიახლოვეს, მოხდა.

პოლიციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მულით დაიწყო, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები