ახალი ამბები
კასპის ცენტრში 1300 კვ.მ მიწის ფართის გასხვისების მცდელობას აპროტესტებენ
კასპის ცენტრში 1300 კვ.მ მიწის ფართი სხვისდება. ამის გამო, ოპოზიციის წევრებმა აქცია გამართეს. პარალელურად, საკრებულოში რიგგარეშე სხდომა იმართება.

სხდომას დავით ლეონიძე ხელმძღვანელობს, რომლის წინააღმდეგ წარწერები: ,,გამყიდველო ლეონიძე" ქალაქის ქუჩებში გაჩნდა.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს ადგილი საფეხმავლო და საპარკინგე ადგილს წარმოადგენს, ხოლო მუნიციპალიტეტის ხელისუფლება პირადი სარგებლის მიზნით ყიდის.

საკითხი ერთი კვირის წინ საკრებულოს წევრებმა ჩააგდეს. ამჯერად კი, საკითხი განსახილველად მერიამ ხელახლა წარადგინა საკრებულოში.

სხვა დეტალებს qartli.ge არკვევს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები